ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას სომხეთში ჩავა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას სომხეთში ჩავა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება ევროკავშირსა და სომხეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს . ფონ დერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება ევროკავშირსა და სომხეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს . ფონ დერ…

ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება ევროკავშირსა და სომხეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ევროკომისიის ახალი განცხადების შემდეგ შედგება, რომლის თანახმადაც, ბრიუსელმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნის კერძო სექტორზე რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების ზემოქმედების შესამსუბუქებლად.

„სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტებს, ყვავილების წარმოებას და სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევათ სავაჭრო ინიციატივების, ბიზნესშ ეთანხმებების ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის ცნობით, ეკონომიკური მდგრადობის საკითხებზე ევროკავშირ-სომხეთის სამუშაო ჯგუფი რეგულარულად აგრძელებს შეხვედრებს ამ ზომების განხორციელების ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის მიზნით.

სომხეთში ვიზიტს გეგმავს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც. კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებას და ამავდროულად, სომხურ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან ვაჭრობისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს