ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრშ…

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრში შეიყვანოს ცნობები საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია იმაზე, რომ არახამია, სავარაუდოდ, უმაღლეს რადაში საჭირო კანონპროექტების მხარდასაჭერად დეპუტატებს ფულებს კონვერტით ურიგებდა.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოძიება ჩაატარეს და მოქმედი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს.

ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს სისტემატურად იღებდნენ. სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქრთამის აღების საქმეზე ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ქრთამის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე იყო.

ქრთამის აღების საქმეზე გასული წლის ბოლოს ჩხრეკა არახამიას თანაშემწის სახლშიც ჩატარდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს