ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

საფრანგეთში დღეს მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციებია დაგეგმილი - წესრიგის დასაცავად 70 000 პოლიციელია მობილიზებული

საფრანგეთში დღეს მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციებია დაგეგმილი - წესრიგის დასაცავად 70 000 პოლიციელია მობილიზებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა და მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. ქვეყნის ქალაქებში ასობით ათასი დემონსტრანტის გამოსვლას ელოდებიან, იუწყება ფრან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა და მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. ქვეყნის ქალაქებში ასობით ათასი დემონსტრანტის გამოსვლას ელოდებიან, იუწყება ფრან…

საფრანგეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა და მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. ქვეყნის ქალაქებში ასობით ათასი დემონსტრანტის გამოსვლას ელოდებიან, იუწყება ფრანგული მედია.

მედიის ცნობით, გაფიცვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებმა მთავრობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.

გაფიცვა პროფკავშირების, მათ შორის მემარცხენე პროფკავშირული გაერთიანება CGT-ის მოწოდებით იმართება და მას სტუდენტური ჯგუფებიც უერთდებიან. პროტესტის მონაწილეები ცხოვრების გაძვირებას, საჯარო სერვისების მდგომარეობასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამ საკითხებზე დაწყებული დემონსტრაციები ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდა.

ხელისუფლება ქვეყანაში ვითარების განმუხტვას ცდილობს მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს მომხდარმა არეულობამ და ძარცვის შემთხვევებმა სამართალდამცველები მოულოდნელობის წინაშე დააყენა. ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა მაღაზიები და საჯარო შენობები, ხელისუფლების კრიზისთან გამკლავების მეთოდებმა კი მაკრონის მისამართით კრიტიკა გააძლიერა.

„განსაკუთრებით ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება გამორიცხულია“, - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა მოდ ბრეჟონმა ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით წესრიგის დასაცავად დაახლოებით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. საფრანგეთის შიდა დაზვერვის სამსახურის შეფასებით, პარიზის ფარგლებს გარეთ საპროტესტო აქციებში 500 000-დან 700 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. პროფკავშირების გაერთიანება კი დედაქალაქში 40 000-დან 80 000-მდე დემონსტრანტს ელოდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს