ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

Fox News: ჯეი დი ვენსი ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახალი მემარჯვენე“ ალიანსის შექმნას ცდილობს

Fox News: ჯეი დი ვენსი ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახალი მემარჯვენე“ ალიანსის შექმნას ცდილობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახა…

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახალი მემარჯვენე“ ალიანსის ჩამოყალიბებას ცდილობს.

შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მძიმე მარცხის შემდეგ ვენსმა საკუთარი პოლიტიკური გზავნილების გავრცელება თავად ითავა და საგარეო პოლიტიკისა და ისრაელთან აშშ-ის ურთიერთობების საკითხებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას გაემიჯნა.

Fox News-ის წყაროს ცნობით, ოთხშაბათს დილით თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც შუალედური არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გზავნილების შეთანხმება იყო. მეორე წყარომ კი შეხვედრა ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების რეგულარულ თათბირად აღწერა.

ვენსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „ჩვენი მარცხის მიზეზი ომია. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა გასულ ღამეს. თუ გსურთ, ამტკიცოთ, რომ ეს ომი ღირდა და რომ სენატზე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში კონტროლის დაკარგვა მისაღები ფასი იყო, მაშინ თქვით ეს პირდაპირ. შეგიძლიათ, ამტკიცოთ, რომ გაღებული ფასი გამართლებული იყო. დაეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ეს მაინც გულწრფელი საუბარი იქნება“, - დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა სოციოლოგმა, რომელსაც პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, ოთხი ამოცანა ჩამოაყალიბა, რომელთა შესრულებაც „რესპუბლიკელებს“ ამომრჩევლების დაბრუნებაში დაეხმარება: ირანთან ომის დასრულება, ცხოვრების გაძვირებისა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება, პრინციპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გატარება და „ისრაელთან ურთიერთობის შეცვლა“.

Fox News-თან საუბრისას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ოთხი პრიორიტეტი ვენსის გზავნილია „ახალი მემარჯვენეებისთვის“. ამ ტერმინში, მისი განმარტებით, მოიაზრება „რესპუბლიკელთა“ კოალიცია, რომელიც ტრამპის თავდაპირველ მოძრაობას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ემხრობა. ამ პოლიტიკური მიმართულების ძირითადი პრინციპებია უცხოეთის კონფლიქტებში ჩაურევლობა, ამერიკელი ოჯახებისთვის ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზღვრების ჩაკეტვა.

ამასთან, წყაროს თქმით, ამომრჩეველთა ამ ჯგუფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ტრამპი ისრაელთან ზედმეტად მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამერიკული მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის ირანთან ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელის გავლენასთან უშუალოდ არის დაკავშირებული, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტრამპის ურთიერთობა კი ამ საკითხის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„რესპუბლიკელი“ მაღალჩინოსნის განმარტებით, ვენსის გზავნილი ტრამპისგან დისტანცირებას არ ნიშნავს. მისი თქმით, ეს არ ჰგავს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ნაბიჯს, რომელმაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა. წყაროს თანახმად, ვენსი ცდილობს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს იმ „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებს, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს, თუმცა მის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმებიან ან თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს