ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

პოლიციამ ლიონში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლიციამ ლიონში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.საფრანგეთშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.საფრანგეთშ…

საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთში დღეს საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით განახლდა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეთა ნაწილს შავი ტანსაცმელი და ნიღბები ეკეთა, იუწყება მედია.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა პროფკავშირების, მათ შორის მემარცხენე პროფკავშირ „CGT“-ის მოწოდებით იმართება. გამოსვლებს სტუდენტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ცხოვრების გაძვირებას, საჯარო სერვისების მდგომარეობასა და განათლების სფეროს უკავშირდება, ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდა.

ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, ხუთშაბათს დილით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ტულუზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლას ცეცხლი წაუკიდეს.

ლიონში, მარსელსა და ნანტში საპროტესტო აქციები დილით დაიწყო, პარიზში კი მთავარი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან უნდა დაიწყოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს