ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

DW: ჯორჯია მელონიმ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა

DW: ჯორჯია მელონიმ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წა…

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„მე კვლავ დაჟინებით მოვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ მიუსხდება ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების მაგიდას და რა მანდატი ექნება მას“, - წერს მელონი.

იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტმა თავის წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის „შეუთანხმებელი ქცევა“ სარგებლის მომტანი არ იქნება არც მოკავშირეებისთვის, არც მათთვის, ვისი დარწმუნებაც არის საჭირო, რათა „უაზრო აგრესია დასრულდეს“.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არათანმიმდევრულად მოქმედი ევროპის იმიჯით ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ მათ ინტერესებს, ვისაც ომის გაგრძელება სურს“, - დასძინა მელონიმ.

იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ კოშტას საკითხის განხილვა დუბლინში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზა, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ წარადგენს ბლოკს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც 17-18 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, აღნიშნა მელონიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს