ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება

Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლების საკითხი განიხილა.Fox News-ის ინფორმაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლების საკითხი განიხილა.Fox News-ის ინფორმაც…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლების საკითხი განიხილა.

Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ყურადღებას ამახვილებენ 9 ნოემბერზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ახალმთვარეობაა და ღამით ცა თითქმის სრულიად ბნელი იქნება. ეს კი სამხედრო ოპერაციებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრები თეთრ სახლში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართა.

ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„გვინდა თუ არა, რომ დარტყმები გავაგრძელოთ და დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია და ეს აღარასდროს განმეორდება? მირჩევნია, თუკი შესაძლებელია, ქვეყნის დანარჩენი ნაწილი არ გავანადგურო, მაგრამ შესაძლოა ამის გაკეთება მომიწიოს. გადაწყვეტილების შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადებას ასრულებს, თუმცა ვაშინგტონისგან ახალი ბრძანება ჯერ არ მიუღია.

ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის ტერიტორია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების განსახორციელებლად არ უნდა გამოიყენონ.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემას და მეზობელ ქვეყნებზე აგრესიის განსახორციელებლად ერაყის ტერიტორიის გამოყენების დაუშვებლობას გულისხმობს“, - ნათქვამია ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს