ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობე…

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. მან აღნიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ძალისხმევას, რათა მომავალში ორმხრივ ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი მიეცეს.

საუბრისას თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უნდა დასრულდეს და არსებული საკითხები დიპლომატიური გზით გადაწყდეს. ერდოღანის თქმით, თურქეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს.

გარდა ამისა, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ნაბიჯები დადებით შედეგს გამოიღებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა განაგრძობს ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანას და ხაზი გაუსვა როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს