ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს . შედეგად, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, დაბომბილია ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს . შედეგად, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, დაბომბილია ს…

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

შედეგად, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, დაბომბილია საავიაციო ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

წინასწარი მონაცემებით, უკრაინამ ყირიმის ქალაქ საკიში სამხედრო აეროდრომზე მდებარე ოთხი ანგარი დაბომბა. დაიბომბა აგრეთვე ქალაქ გვარდეისკის აეროდრომის ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, ქერჩთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და კომპლექსი „პანცირ-C1“.

„რუსი ოკუპანტები ყირიმის ცაზე კონტროლს კარგავენ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თითოეული განადგურებული კომპლექსი და სამხედრო აეროდრომი მტრის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისაყენებლად უკრაინას ახალ შესაძლებლობებს აძლევს“, - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს