ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ტრამპმა დაუშვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

ტრამპმა დაუშვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგად უკრაინის საზღვრებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის, რომ „ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის შენარჩუნებით დასრულდება“, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე მიიღწევა, თუმცა იქვე მიანიშნა ტერიტორიულ ცვლილებებზე.

„ვფიქრობ, ჩვენ გვექნება შეთანხმება და ეს მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინა ცოტათი განსხვავებულ მოხაზულობას მიიღებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მშვიდობის გზაზე მთავარ დაბრკოლებაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს არის „სიძულვილი ზელენსკისა და პუტინს შორის“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი, რომ იგი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.

ამასთან, ტრამპმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ვის უფრო ენდობა - ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ვლადიმირ პუტინს - და განაცხადა, რომ მას „ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს