ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია

მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრ…

ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ევროკომისიის გაფართოების საკითხების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა მატიე ბუსკემ კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია. ის როგორც მოლაპარაკებების დაწყების, ისე დასრულების ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ განხორციელებული რეფორმები მდგრადია და ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკუსვლა არ ხდება. გაფართოების პროცესის რეფორმირებაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. წარსულში გაფართოების პროცესი ხშირად ფერხდებოდა ტექნიკური საკითხების ან ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც სრულად არ ასახავდა პარტნიორი ქვეყნის რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა ბუსკემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს