ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფრანგი ძიუდოისტი, ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.გამოცემა Le Parisien-თან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფრანგი ძიუდოისტი, ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.გამოცემა Le Parisien-თან…

ფრანგი ძიუდოისტი, ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში 37 წლის სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ის არც „მემარცხენეა და არც მემარჯვენე“, არამედ ერთიანობის კანდიდატია. მან დასძინა, რომ სპორტული კარიერის დასრულებას არ გეგმავს და, თუ ფრანგი ხალხი ნებას დართავს, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობასაც აპირებს.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რინერმა განაცხადა: „საფრანგეთს არ სჭირდება პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც მთელი დღე ჭკუას არიგებს და კინკლაობს. ქვეყანას სჭირდება საღი აზრი, სიკეთე და სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“.

ძიუდოისტმა აღნიშნა, რომ ელოდება, ხალხმა შესაძლოა ის „გიჟად“ მიიჩნიოს, რადგან პოლიტიკაში გამოცდილება ან „საჭირო კავშირები“ არ გააჩნია. თუმცა, მან დასძინა: „თუ ზეწოლაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუების სურვილის არქონა გიჟად მხდის, მაშინ დიახ, მე ნამდვილად გიჟი ვარ. ჩემი ცხოვრება მაგიდასთან არ გატარებულა - ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს წვალება, დაცემა და კვლავ ფეხზე წამოდგომა“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს