ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ევროპარლამენტარი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია

ევროპარლამენტარი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზ…

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.

„ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთმა წევრმა სახელმწიფომ წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც მომავალ წევრ ქვეყნებს დროებით და შეზღუდული ვადით ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტი და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, ეს საკითხი ევროკავშირის სანდოობას ეხება", - აღნიშნა კოლსმა.

ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს