ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

Euronews: ევროკავშირი აბუ-დაბიში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნის

Euronews: ევროკავშირი აბუ-დაბიში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარ ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარ ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან.…

ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარ ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მოლაპარაკებები, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, 10 და 11 ნოემბერს გაიმართება და მასში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავი ზღვით ნაოსნობის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი იზიარებს ზელენსკის მოწოდებას, რომელიც სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

ევროპული საბჭოს წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ინსტიტუტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებს დაესწრებიან ე.წ. E3-ის - საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს - მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მონაწილეობას მიიღებს იტალიაც. ნატოს აბუ-დაბიში შტაბის უფროსი ჯეფრი ვან ლეუვენი წარმოადგენს, წერს ტელეარხი.

ევროკავშირის დელეგაციას ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი ანა-მარია ბურა უხელმძღვანელებენ.

ორივე ევროპულმა ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, უშუალო კონტაქტი დაამყაროს რუსეთის დელეგაციასთან. სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ასეთი პირდაპირი შეხვედრა აქამდე არ გამართულა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს