ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ნიკა გვარამია:ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა, გადგება განზე - ყველა თავად ირჩევს თავის გზას

ნიკა გვარამია:ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა, გადგება განზე - ყველა თავად ირჩევს თავის გზას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. პატიმარი პრეზიდენტის ფავორიტი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ, თუკი პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. პატიმარი პრეზიდენტის ფავორიტი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ, თუკი პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციურ…

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. პატიმარი პრეზიდენტის ფავორიტი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ, თუკი პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსს დატოვებს.

ჟორჟოლიანმა თქვა ისიც, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მისი თანდასწრებით აგინებდა.

მელიას პარტიაში ბრალდებებსა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ სურთ.

"მე სხვა პარტიის და მასში მიმდინარე პროცესების შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ, მიუხედავად დაუსრულებელი თავდასხმებისა ყველაზე და ყველაფერზე. ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა - გადგება განზე. ყველა თავად ირჩევს თავის გზას და არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ამით არც ქვეყანა დაიქცევა და არც ალიანსი", - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს