ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მარინ ლე პენმა ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა – „ტრამპი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია, ეს ეროვნული ღირსების გამოხატულებაა“

მარინ ლე პენმა ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა – „ტრამპი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია, ეს ეროვნული ღირსების გამოხატულებაა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა.- ამის შესახებ სტატიას გამოცემა Pol…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა.- ამის შესახებ სტატიას გამოცემა Pol…

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა.- ამის შესახებ სტატიას გამოცემა Politico ავრცელებს.

„ტრამპი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ, სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია, რაც ეროვნული ღირსების გამოხატულებაა. ნიშნავს ეს ორ ერს შორის ურთიერთობების საბოლოო წყვეტას? რა თქმა უნდა არა. არის ეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობების სერიოზული გაციება? რა თქმა უნდა არის. საერთაშორისო ურთიერთობებში მეგობრები არ არსებობენ. არსებობს ინტერესები, რომლებიც შეიძლება იყოს საერთო ან დაპირისპირებული“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპი წარმოადგენს სიმბოლოს რაღაც ფორმის პოლიტიკური ნების, რომელიც ევროპაში ათწლეულებია არ უნახავთ“, თუმცა მისივე თქმით, „ტრამპმა საგარეო პოლიტიკაში იმის საპირისპირო გააკეთა, რასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა.“

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯია მელონი ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და იმიტომ დათანხმდა, რომ შეეცოდა. საპასუხოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები შეთხზულია და იტალია არასდროს არავის ეხვეწება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს