ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს

ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, თუ ირანის მიერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, თუ ირანის მიერ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, თუ ირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს.

„ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ, მიუხედავად ყალბი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან ირანი არ ითხოვს და არ იღებს არანაირ გადასახადს, სადაზღვევო ხარჯს ან სხვა სახის საფასურს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს ირანისთვის თანხა არ გადაუცია და არც ირანის კუთვნილი თანხები გაუთავისუფლებია. ჩვენ გავათავისუფლებთ მათი თანხების ნაწილს, რომელიც სრულად ჩვენი კონტროლის ქვეშაა, რათა ამერიკელი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა პროდუქტები შეიძინონ. ირანს საკვები პროდუქტები უკიდურესად სჭირდება და მათთვის ამ პროდუქციის შეძენა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან მოხდება“, – დაწერა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს