ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

"ეს იყო 10-წლიანი ჯოჯოხეთი" - ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა

"ეს იყო 10-წლიანი ჯოჯოხეთი" - ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა. კორუფციასთან დაკავშირებული პროცესი სამ სხვადასხვა საქმეს მოიცავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ 18 თვის განმავლობაში, ჯამში, 98-ჯერ დაკითხეს . ნეთანიაჰუ მოწმის სახი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა. კორუფციასთან დაკავშირებული პროცესი სამ სხვადასხვა საქმეს მოიცავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ 18 თვის განმავლობაში, ჯამში, 98-ჯერ დაკითხეს . ნეთანიაჰუ მოწმის სახი…

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა. კორუფციასთან დაკავშირებული პროცესი სამ სხვადასხვა საქმეს მოიცავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ 18 თვის განმავლობაში, ჯამში, 98-ჯერ დაკითხეს.


ნეთანიაჰუ მოწმის სახით სასამართლოს წინაშე პირველად ჯერ კიდევ 2024 წლის 10 დეკემბერს წარდგა. თუმცა, მისი დაკითხვა არაერთხელ გადაიდო ჯანმრთელობის მდგომარეობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისა და უსაფრთხოებასთან თუ დიპლომატიასთან დაკავშირებული იმ საკითხების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობას საჭიროებდა.


ცნობილია, რომ ნეთანიაჰუმ სასამართლოში გამოსვლა პროკურატურის კრიტიკით დაასრულა. მან თავის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას, ბრალდებასა და სასამართლო პროცესს "10-წლიანი ჯოჯოხეთი" უწოდა და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.


მედიის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა კორუფცია, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.


სასამართლო პროცესი, რომელიც 2020 წლის მაისში დაიწყო, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება, რადგან სასამართლომ დაცვის მხარის დარჩენილი მოწმეების ჩვენებები უნდა მოისმინოს.


უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნეთანიაჰუს დაკითხვა თელ-ავივის საოლქო სასამართლოში მიმდინარეობდა, რადგან იერუსალიმის სასამართლოში მისი დაცვის სათანადოდ უზრუნველყოფა ვერ ხერხდებოდა. ახლა კი პროცესი კვლავ იერუსალიმში გაგრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს