ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ევროპარლამენტარი ანა ბრილკა: ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს

ევროპარლამენტარი ანა ბრილკა: ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა აცხადებს , რომ ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ბრილკა სოციალურ ქსელშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა აცხადებს , რომ ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ბრილკა სოციალურ ქსელშ…

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ბრილკა სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისი არსით, ეს მექანიზმი მესამე ქვეყნების მიერ არჩევნებში ჩარევისა და უცხოური დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, თუმცა რეალურად ის ევროკომისიის კიდევ ერთი იარაღია წევრი სახელმწიფოების ეროვნული კომპეტენციების შეზღუდვისა და ცენზურისთვის.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ „დემოკრატიის ფარი“ მონოპოლიით უზრუნველყოფს ე.წ. ფაქტ ჩეკერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ეს პროექტი სახიფათოა, ვინაიდან მონოპოლია ექნებათ ე.წ. ფაქტ ჩეკერებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბრიუსელი საჯარო დებატებზე კონტროლს გარე ცენზორებსა და ინფორმაციის გადამოწმებაში მონაწილე არასამთავრობოებს გადასცემს. არსებობს რისკი, რომ ისინი გადაჭარბებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, თუ რომელი ინფორმაცია შეზღუდონ და რომელი წაშალონ. არსებობს ცენზურის და მათთვის არახელსაყრელი ხმების ჩახშობის საფრთხე. რეალური რისკია, რომ ტრადიციული და კონსერვატიული მოსაზრებები დაბლოკონ და საჯარო თანხები „მემარცხენე“ ნარატივის დაფინანსებისთვის გამოიყენონ“, - წერს ბრილკა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს