ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო , რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა. რუმინული მედიის ცნობით, შოშოაკეს საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო , რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა. რუმინული მედიის ცნობით, შოშოაკეს საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ…

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.

რუმინული მედიის ცნობით, შოშოაკეს საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატთა პალატაში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტმა ე.წ. ჩუმი მიღების პროცედურა გაიარა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი ავტომატურად მიღებულად ითვლება, თუ 45 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე არ განიხილეს და არ უარყვეს.

დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. კანონპროექტი ახლა განსახილველად გადაეგზავნება სენატს, რომელიც რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატას წარმოადგენს. სენატი ინიციატივას თუ არ დაამტკიცებს, კანონპროექტი ძალაში ვერ შევა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს