ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ფრიდრიხ მერცი: ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს

ფრიდრიხ მერცი: ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით , რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით , რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზ…

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შესთავაზა და ახლა მხოლოდ პუტინზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას.

„კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა: უკრაინის მხრიდან არსებობს კონკრეტული წინადადება მოლაპარაკებების გასამართად. უკრაინის პრეზიდენტმა 4 ივნისს წერილი მისწერა რუსეთის ლიდერს და მოუწოდა, მზად ყოფილიყო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ზელენსკის ერთადერთი პირობა იყო, რომ შეხვედრა მოსკოვში არ გამართულიყო. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს წინადადება უარყო.

„პუტინმა ამ შეხვედრაზე უარი თქვა, ამიტომ, ახლა გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული – დათანხმდება თუ არა წინადადებას“, – განაცხადა მერცმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს