ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

მედია: ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაწილი დატოვა

მედია: ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაწილი დატოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ა…

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ახლა პროცესში ლიბანის შეიარაღებული ძალები უნდა ჩაერთონ.

ისრაელის მხრიდან ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ლიბანის მაღალი რანგის უსაფრთხოების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების „უსაფრთხოების ზონიდან“ გაყვანის შესახებ ინფორმაცია მათთვის უცნობია.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რა მასშტაბის ტერიტორია დატოვა ისრაელმა და სად განხორციელდა სამხედროების უკან დახევა. მისი თქმით, ისრაელი და ლიბანი ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ისრაელსა და ირანის მხარდაჭერით მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების შეჩერებაა.

„ისრაელმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯი და თავისი ბუფერული ზონის ნაწილის დატოვებით ლიბანის ლეგიტიმური მთავრობის მიმართ კეთილი ნების მნიშვნელოვანი დემონსტრირება მოახდინა“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, „ლიბანის შეიარაღებული ძალები ახლა უნდა შევიდნენ და გაასუფთაონ ტერიტორია ტერორისტული იარაღისა და ინფრასტრუქტურისგან“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს