დიმიტრი პესკოვი – ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან კავშირში არ არის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „არა, ეს შეუძლებელია…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „არა, ეს შეუძლებელია…
ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, ეს შეუძლებელია“, – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის მიერ შესაძლო მიერთებასთან იყოს დაკავშირებული.
ერთი დღით ადრე გაგლოევმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე გადავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მარატ კამბოლოვი დაინიშნა.