ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

Reuters: ერაყი OPEC-ის დატოვებით იმუქრება, თუ ნავთობის მოპოვების კვოტები არ გაიზრდება

Reuters: ერაყი OPEC-ის დატოვებით იმუქრება, თუ ნავთობის მოპოვების კვოტები არ გაიზრდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერაყის ხელისუფლება ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციის OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუ მისი ნავთობის წარმოების კვოტა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერაყის ხელისუფლება ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციის OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუ მისი ნავთობის წარმოების კვოტა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდ…

ერაყის ხელისუფლება ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციის OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუ მისი ნავთობის წარმოების კვოტა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ის სიდიდით მეორე მწარმოებლის შესაძლო გასვლა ორგანიზაციისთვის დამატებითი დარტყმა იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წელს ჯგუფი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დატოვა. ერაყი OPEC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, რომელიც თავად ერაყის დედაქალაქში შეიქმნა.

ერაყის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს ნავთობის ექსპორტის სრული შესაძლებლობების აღდგენაზე, თუმცა OPEC-ის კვოტებსა და ორგანიზაციის შესაძლო დატოვებაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

„ერაყი მუშაობს ნავთობის ექსპორტის სრული შესაძლებლობების აღდგენაზე და მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას დღეში 7 მილიონ ბარელამდე მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ჰეიდერ ალ-აბუდიმ.

Reuters-ის ცნობით, ერაყის ეკონომიკა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე, მნიშვნელოვნად დაზარალდა ირანთან ომის შედეგად ჰორმუზის სრუტეში წარმოქმნილი შეფერხებების გამო, რის გამოც ექსპორტის დიდი ნაწილი ფაქტობრივად ბლოკირებულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს