ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

"აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები" - პარლამენტში გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს

"აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები" - პარლამენტში გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში - გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში - გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერება…

საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში - გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ 44 აუდიტზე, გამოწვევებზე და აღმოჩენილ პრობლემებზე. დარბაზში დაისვა კითხვებიც.

"2025 წელს 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს