ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ნატოს გენერალური მდივანი: ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი

ნატოს გენერალური მდივანი: ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა , რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. „ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა , რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. „ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური…

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს.

„ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რუტემ აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერთან განიხილა ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, ასევე ევროპისა და კანადის მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხები.

სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები იცავენ ერთიან პოზიციას ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების თავიდან აცილების საკითხში და კვლავ მიუთითა იმ „საფრთხეზე, რომელიც წარმოიქმნება თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს