ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია

ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანური გამოცემა El Pais -ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანური გამოცემა El Pais -ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშ…

ესპანური გამოცემა El Pais-ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის ქალების მიმართ მოპყრობის გამო - გენდერულ აპართეიდს, რომელსაც ისტორიაში ძალიან ცოტა პრეცედენტი აქვს“.

„დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ. მიუხედავად ამისა, ბრიუსელმა ისინი მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია - ანუ იმისათვის, რომ ევროკავშირიდან, რომელსაც 450 მილიონი მცხოვრები ჰყავს, სულ რამდენიმე ადამიანი გააძევონ. პრინციპების გაცვლა ულტრამემარჯვენე „ლევიათანის“ დასამშვიდებლად არასდროს არის კარგი იდეა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი დაარსდა სამართლიანობის, თანასწორობისა და კანონის პრინციპებზე დაყრდნობით.

„თალიბებთან მოლაპარაკება ნიშნავს იმ იდეების ღალატს, რომლებიც მაშინ გაჩნდა, როცა ევროკავშირი მხოლოდ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ოცნება იყო“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს