ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

მარკო რუბიო – შევხვდი ბაჰრეინის მეფეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მდგრადი პარტნიორობა და ერთგულება ბაჰრეინის უსაფრთხოების მიმართ

მარკო რუბიო – შევხვდი ბაჰრეინის მეფეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მდგრადი პარტნიორობა და ერთგულება ბაჰრეინის უსაფრთხოების მიმართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასევე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბაჰრეინის მეფესთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასევე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბაჰრეინის მეფესთან…

ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასევე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბაჰრეინის მეფესთან, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ბაჰრეინის უსაფრთხოების ერთგულია და მასთან პარტნიორობას აგრძელებს.

„შევხვდი ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მდგრადი პარტნიორობა და ჩვენი ერთგულება ბაჰრეინის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასვე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში. ირანის თავდასხმები ბაჰრეინზე მიუღებელი იყო და შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბაჰრეინის ხალხსა და მთავრობას“, – აცხადებს რუბიო.

ამასთან, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით კმაყოფილია და მათ ლიდერებთან პროდუქტიული შეხვედრები გამართა.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ძალიან კარგი შეხვედრა. ეს იყო მართლაც, ნამდვილად კარგი შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. მათ გაგვიზიარეს ძალიან კონკრეტული შეშფოთება და იდეები. და როდესაც ვამბობ შეშფოთებას, ვგულისხმობ, რომ მათ უბრალოდ სურთ, იყვნენ ინფორმირებულები ყოველ ნაბიჯზე, როდესაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში გადავდგამთ როგორც ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე და ჩვენ გვინდა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ“,- განაცხადა მარკო რუბიომ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს