ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

„როიტერი”: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „ კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს

„როიტერი”: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „ კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „როიტერის” ცნობით , დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ცდილობს. ბრიტან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„როიტერის” ცნობით , დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ცდილობს. ბრიტან…

„როიტერის” ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ცდილობს.

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კონვერსიული პრაქტიკების შესახებ კანონპროექტი ინგლისისა და უელსისთვის, რომელიც კრძალავს ე.წ. „კონვერსიულ თერაპიებს“.

ამგვარი პრაქტიკის განმახორციელებლებს შესაძლოა დაეკისროთ შეუზღუდავი ოდენობის ჯარიმა და/ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად მიიჩნევს ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კონვერსიული თერაპიების წახალისებას ან მათ განხორციელებაში დახმარებას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები ასევე შექმნის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებს, რომლებიც იძულებითი ქორწინებისა და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების (FGM) წინააღმდეგ არსებული დაცვის მექანიზმების მსგავსია, რათა დაცულნი იყვნენ ისინი, ვინც ძალადობის რისკის ქვეშ არიან.

კანონმდებლობა შეიცავს გამონაკლისებს იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც აღწერილია როგორც ლეგიტიმური სამედიცინო დახმარება.

შემოთავაზებული კანონპროექტი პარლამენტში შემდგომი განხილვისთვის წარდგენამდე წინასწარ საკანონმდებლო შემოწმებას გაივლის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს