ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ალექსანდრ სტუბი - დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის

ალექსანდრ სტუბი - დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დროა, ევროპამ რუსეთთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყოს.
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დროა, ევროპამ რუსეთთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ დროა, ევროპამ რუსეთთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყოს.

სტუბის თქმით, უკრაინა ამჟამად სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ პოზიციებზე იმყოფება, რაც მოლაპარაკებების დასაწყებად ხელსაყრელი მომენტია.

„ამჟამად ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც უკრაინას სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია უჭირავს. ამიტომ, მჯერა, დროა, ევროპა დაუკავშირდეს რუსეთის ხელმძღვანელობას, უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტ პუტინს, დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, – აღნიშნა სტუბმა კენიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის პრეზიდენტის განმარტებით, ის ევროპის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად არ მიიჩნევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს როლი სწორედ სტუბს შესთავაზა.

ალექსანდრ სტუბის შეფასებით, მოლაპარაკებებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ „მსხვილი მოთამაშეები“ – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთი და ნორვეგია პროცესს შეუწყობდნენ ხელს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს