ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

პრემიერი: ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დასრულდება 2029 წელს, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში 2031 წელს დასრულდება

პრემიერი: ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დასრულდება 2029 წელს, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში 2031 წელს დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - განაცხადა სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - განაცხადა სა…

გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-სტეფანწმინდის გზა. ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი - დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს.

მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა.

რაც შეეხება ხულო-ზარზმას, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა. მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა დასრულებულია, გარდა ე.წ. „დევის ნაშენის“ მონაკვეთზე გალერეისა, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას რაც შეეხება, დასრულდება 2027 წელს, ახალი კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს. ფოთის ხიდის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში დასრულდება 2031 წელს. გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს