ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

პრემიერი: დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით

პრემიერი: დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტი…

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„რაც შეეხება თავდაცვას - დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“. ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. გრძელდებოდა ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებული სისტემების დანერგვა, მიმდინარეობდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება. გრძელდებოდა დაზვერვის ქვედანაყოფების თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. მიმდინარეობდა არსებული საარტილერიო შესაძლებლობების მოდერნიზება. გაგრძელდა საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრ უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით. გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა. ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„დელტაში“ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. „დელტა ვებეს“ მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე. დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა თავდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს