ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კვლევითი ინსტიტუტის, IBRiS-ის მიერ რადიო „ZET“-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება- ამის შესახებ „KYIV POST“ წერს . კვლევამ აჩვენა, რო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კვლევითი ინსტიტუტის, IBRiS-ის მიერ რადიო „ZET“-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება- ამის შესახებ „KYIV POST“ წერს . კვლევამ აჩვენა, რო…

კვლევითი ინსტიტუტის, IBRiS-ის მიერ რადიო „ZET“-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება- ამის შესახებ „KYIV POST“ წერს.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 59,7% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას. მათგან 32,3%-მა განაცხადა, რომ „კატეგორიული წინააღმდეგია“ უკრაინის ბლოკში გაწევრიანების, ხოლო 27,4%-მა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად წინააღმდეგია, ვიდრე მომხრე“.

ამავდროულად, გამოკითხულთა 35,4%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან 8,4%-მა კითხვას დადებითად უპასუხა -„რა თქმა უნდა, დიახ“, ხოლო 26,9%-მა -„უფრო დიახ, ვიდრე არა“. კვლევის მიხედვით, საკუთარი პოზიციცია არ დაუფიქსირებია რესპონდენტთა 5%-ს.

უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა შედარებით მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის პარტიების მხარდამჭერებს შორის: "სამოქალაქო პლატფორმის“, "მემარცხენეების", "პოლონეთის სახალხო პარტიისა" და "პოლონეთი 2050-ის" მომხრეების 64% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 32% წინააღმდეგია.

საპირისპირო სურათია ოპოზიციურ ამომრჩეველში: "კანონი და სამართლიანობის", "თავისუფლება და დამოუკიდებლობის", "პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციისა" და პარტია "ერთად" მხარდამჭერებს შორის უკრაინის გაწევრიანებას მხოლოდ 24% უჭერს მხარს, 73% კი წინააღმდეგია.

ეროვნული მასშტაბის კვლევა IBRiS-მა, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2026 წლის 12-13 ივნისს ჩაატარა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს