ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პრემიერი: ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი

პრემიერი: ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. რ…

იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

„ცალკე უნდა შევეხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას, სადაც გასული ერთი წლის განმავლობაში გვქონდა თვისებრივი ცვლილებები. იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. იყო პრაქტიკა, რომ ქალაქში, თბილისში დარბოდნენ ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით. ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

ასევე, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი ეს საკითხები და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. მთლიანად წამოვიღეთ ეს ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს