ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უკრაინას ჯილდოზე უარი განაცხადა

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უკრაინას ჯილდოზე უარი განაცხადა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ის უკრაინისგან წლების წინ მიღებულ ჯილდოს უკან დააბრუნებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს . როგორც ბლაშჩაკმა განაცხადა, მისი აღნიშნული ჟესტი არი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ის უკრაინისგან წლების წინ მიღებულ ჯილდოს უკან დააბრუნებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს . როგორც ბლაშჩაკმა განაცხადა, მისი აღნიშნული ჟესტი არი…

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ის უკრაინისგან წლების წინ მიღებულ ჯილდოს უკან დააბრუნებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც ბლაშჩაკმა განაცხადა, მისი აღნიშნული ჟესტი არის სოლიდარობის გამოხატვა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიმართ.

„დავაბრუნებ დამსახურებისთვის გადმოცემულ ორდენს, რომლითაც მე უკრაინის ხელისუფლებამ დამაჯილდოვა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ეს არის „პროტესტის გამოხატვა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონური პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს, რომლითაც ის 2022 წელს დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონეთში ფიქრობენ, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

მოგვიანებით პროტესტის ნიშნად პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოები უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დაუბრუნეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს