ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო…

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

„ნარკომანია სენია, დაავადებაა და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საზოგადოებრივი გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მომავალს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ახალგაზრდები არიან, რადგან ნარკოდამოკიდებულება ანგრევს განათლების, პროფესიული განვითარებისა და სრულფასოვანი ცხოვრების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, სიტყვით გამოსვლისას.

შეკრებილებს მიესალმა ბსუ-ს რექტორი - ტიტე აროშიძე, რომელმაც ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პრევენციული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, კომიტეტის აპარატისა და ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტუდენტებს დაურიგდათ უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერ საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო-თემატური ბუკლეტები.

მოხსენებები თემებზე - ,,ნარკოდამოკიდებულება, როგორც ბიო ფსიქოსოციალური დაავადება: უხილავი ზიანი ადამიანიდან საზოგადოებამდე“, „ნარკომანია და ნარკოტიკების სუბკულტურა“, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოში“ , ღონისძიების მონაწილეებმა მოზრდილთა და ზრდასრულთა ფსიქიატრ/ნარკოლოგების, ფსიქოლოგების, ბსუ-ს სტუდენტების - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის პრაქტიკანტებისგან მოისმინეს. გაიმართა დისკუსია.

ღონისძიების შეჯამებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოს 2026 წლის გლობალური მიზანი არსებული თუ ახალი გამოწვევების გამოვლენა და მათზე ინოვაციური რეაგირებაა.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს