ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს

The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს (ISF) შეუერთდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს (ISF) შეუერთდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელ…

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს (ISF) შეუერთდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, საქართველო და ვიეტნამი შეუერთდებიან იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაადასტურეს ძალების გაგზავნა. მათ შორის არიან საბერძნეთი, მაროკო, ინდონეზია, კოსოვო, ყაზახეთი და ალბანეთი.

როგორც მედია იუწყება, ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია არ უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და აღდგენის გეგმებზე მუშაობა გრძელდება, რათა „კოორდინაცია გაუმჯობესდეს და გამჭვირვალობა გაიზარდოს“.

მათივე ინფორმაციით, ISF და სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი ამ ეტაპზე ამზადებენ „სხვადასხვა მოდელს უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის“, რადგან მისიის მასშტაბი იზრდება. ასევე აღინიშნება, რომ პერსონალის შემცირება ამ დროისთვის არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

არც საქართველოს, არც ვიეტნამს ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს