რუსეთს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი გარდაიცვალა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს . ივანოვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ივანოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინსტიტუტი…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს . ივანოვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ივანოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინსტიტუტი…
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ივანოვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ივანოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო. 1981-1991 წლებში ის უშიშროების კომიტეტში მუშაობდა, ხოლო შემდეგ, 1998 წლამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში საქმიანობდა.
1998-1999 წლებში ივანოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2001 წელს ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2007 წლამდე იკავებდა. 2011-2016 წლებში ივანოვი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ იყო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში.