ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, 10%-ით იზრდებოდა, ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, 10%-ით იზრდებოდა, ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც მოქმედებდა მთავრობა გასული წლების განმავლობაში.

„საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, როგორც მოგეხსენებათ, 10%-ით იზრდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით. ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ზოგადად ქვეყნის განვითარება დიდწილად, სხვა მოქალაქეებთან ერთად დგას სწორედ საჯარო მოხელეებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდით პირველ რიგში ისარგებლონ სწორედ საჯარო მოხელეებმა. აქედან გამომდინარე, მე ვიქნებოდი იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც ვმოქმედებდით გასული წლების განმავლობაში, დანარჩენს შევადგენთ მომავალი წლის ბიუჯეტს და იქ ვნახავთ კონკრეტულ მონაცემს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს