ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო…

თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების საბაბად იყენებს, - წერს გამოცემა POLITICO.

სამშაბათს თურქეთის პოლიციამ 225 ადამიანი დააკავა, მათ შორის აკადემიკოსები, მასწავლებლები და აქტივისტები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ისეთ დაჯგუფებებთან კავშირში, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ - მათ შორის არის 79 წლის გარემოსდაცვითი აქტივისტი.

ხელისუფლებამ ასევე აკრძალა საჯარო შეკრებები, გამოცდები, პრესკონფერენციები და პლაკატების გაკვრა კვირიდან დაწყებული - დედაქალაქში მობილიზებულია 40 000 პოლიციელი.

ამავდროულად, როგორც საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) ეროვნული კომიტეტის წევრმა და ჟურნალისტმა ურაზ კასპარმა განაცხადა, ათობით დამოუკიდებელ თურქ ჟურნალისტს 7-8 ივლისს დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე აკრედიტაციაზე უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს.

აკრედიტაციაზე უარი მიიღეს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც, რომლებიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

ნატოს პრესსპიკერმა, ელისონ ჰარტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ალიანსი „ეყრდნობა მასპინძელი ქვეყნის მიერ მიწოდებულ შეფასებებს საკუთარი ქვეყნის ჟურნალისტებთან დაკავშირებით“. მისი თქმით, ნატო „აკრედიტაციის საკითხზე თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტშია“ და დასძინა: „ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა, პირადად დაესწროს მნიშვნელოვან ღონისძიებებს“.

თუმცა, სამოქალაქო აქტივისტები ალიანსს პასუხისმგებლობის არიდებაში ადანაშაულებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ნატო ეყრდნობა მასპინძელი ქვეყნის შეფასებებს, ეს ალიანსს არ ათავისუფლებს საკუთარი სტანდარტების დაცვის ვალდებულებისგან“, - განაცხადა კასპარმა. - „თითოეული ჟურნალისტი, რომელსაც უარი ეთქვა, იმსახურებს მკაფიო, კონკრეტულ და გამჭვირვალე მიზეზს ამ უარის შესახებ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს