ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 3

Bloomberg: აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმება „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იგეგმება

Bloomberg: აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმება „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იგეგმება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს . „დიდ შვიდეულში“ შემა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს . „დიდ შვიდეულში“ შემა…

ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდ შვიდეულში“ შემავალი ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, სააგენტოს განუცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებისგან მიღებული ბოლო სიგნალები შეთანხმების მიღწევის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

„დიდი შვიდეულის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, მხარეები საბოლოო შეთანხმებას კი არა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, „დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ალპებში მდებარე ქალაქ ევიანში გაიმართება. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ხელმოწერის შესაძლო ადგილად განიხილება ახლომდებარე შვეიცარიული ქალაქი ჟენევა, სადაც ხელმოწერის ცერემონია, შესაძლოა, უკვე ამ კვირას გაიმართოს.

თუმცა ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ირანს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მზად არის თუ არა ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. მათი თქმით, თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია რთულად და ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„დიდი შვიდეულის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არსებობს ნიშნები, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მოახლოებაზე მიუთითებს, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ წარსულშიც არაერთი დიპლომატიური წინსვლა ჩაშლილა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მისულან“.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება იმ კონფლიქტის დასრულების მიმართულებით, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვია და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს