ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?

ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? -…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? -…

ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეკომენდაციას აძლევს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ დაემსგავსონ მათ.

„რაც შეეხება ზოგად განცხადებებს, აქ ითქვა, რომ რაღაც მოდელირებული რეალობა იყო წარმოდგენილი ანგარიშის სახით, რაღაც სიცრუე და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი ჩემი განცხადება. როდესაც ვინმეზე ვამბობ, რომ მან თქვა სიცრუე, იქვე ფაქტებით ვამტკიცებ-ხოლმე, თუ რატომ არის კონკრეტული განცხადება სიცრუე.

არც ერთი ასეთი ფაქტი, არც ერთი არგუმენტი, უბრალოდ ზოგადი, მშრალი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ეს ხომ უთავმოყვარეობაა, ეს ხომ სამარცხვინო დამოკიდებულებაა, ეს ხომ მათ არაკეთილსინდისიერებაზე და არაკომპეტენტურობაზე და უღირსობაზე მეტყველებს, თუმცა ასეთია აგენტურის ხვედრი. აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა.

ამიტომ კიდევ ერთხელ რეკომენდაცია ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაემსგავსონ ამათ. არ მოაწერონ ხელი ჯაშუშობის ხელშეკრულებას, ეს არის ადამიანის დაღუპვა. აი, დაემსგავსები მერე ამ ადამიანებს, როცა კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს აღარ ჰგავს. იგივე ეხება გარეთ, ეს ხომ სცენარი გადაინაწილეს, აგენტურის ნაწილი უნდა შემოსულიყო, 11 „ნაცი“ და დანარჩენი დატოვეს გარეთ.

ეს იყო სცენარი, გარედან დაკვეთილი სცენარი. იგივეა გარეთ მათი მეგობრების და პარტნიორების სახეც ხომ, ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, იქ „ახალი“, „ლელო“ და ასე შემდეგ, არსად კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. აი, ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა, რასაც არ შეიძლება, გულგრილად შევხედოთ. ამას სჭირდება შველა. ამის მერე კიდევ ვიღაცები მოდიან და გვეუბნებიან, რომ იქ რაღაცა იქნებ, სარჩელის გამოტანაზე იფიქროთ, იქ რაღაც ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია და ასე შემდეგ.

რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? ვიდრე ასეთი ადამიანები - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი, ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება, შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?!“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს