ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მაკა ბოჭორიშვილი: დუბროვნიკის ფორუმის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლებები, გვექნება საუბარი საქართველოს როლზე რეგიონში, დაკავშირებადობის, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების კონტექსტში

მაკა ბოჭორიშვილი: დუბროვნიკის ფორუმის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლებები, გვექნება საუბარი საქართველოს როლზე რეგიონში, დაკავშირებადობის, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების კონტექსტში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოები…

დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და განიხილავენ საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად.

„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლებები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში, დაკავშირებადობის კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მუშაობას სხვა წევრ სახელმწიფოებთან, აქ იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, ეს პლატფორმა, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ და სასაუბროდ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

„ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების კუთხით, ასევე საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესაუბრა მათ საქმიანობაზე საქართველოში, საქართველოს როლზე და საქართველოს საქმიანობაზე ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც საჭიროებს უმაღლეს დონეზე განხილვებს. ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, გვემსჯელა სამომავლოდ, როგორ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, როგორ უნდა იყოს ორგანიზაცია აქტიური საქართველოში და რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ჩვენ ორგანიზაციის მუშაობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს