ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპი: უამრავი ევროპული ქვეყანა განიხილავს ამერიკულ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას - გთხოვთ, ეს განცხადება მიიღოთ როგორც გაფრთხილება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დააწესებს მსგავს გადასახადს, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფი

ტრამპი: უამრავი ევროპული ქვეყანა განიხილავს ამერიკულ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას - გთხოვთ, ეს განცხადება მიიღოთ როგორც გაფრთხილება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დააწესებს მსგავს გადასახადს, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა იმ ევროპული ქვეყნების მისამართით, რომლებიც ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას გეგმავენ. პრეზიდენტის გან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა იმ ევროპული ქვეყნების მისამართით, რომლებიც ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას გეგმავენ. პრეზიდენტის გან…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა იმ ევროპული ქვეყნების მისამართით, რომლებიც ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას გეგმავენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს, ვაშინგტონის მხრიდან უმკაცრეს ეკონომიკურ პასუხს მიიღებს.

„უამრავი ევროპული ქვეყანა განიხილავს ამერიკულ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას. ზოგიერთი მათგანი უკვე ძალიან ახლოსაა ამის რეალურად განხორციელებასთან. გთხოვთ, ეს განცხადება მიიღოთ როგორც გაფრთხილება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დააწესებს მსგავს გადასახადს, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფი ნებისმიერ და ყველა იმ საქონელზე, რომელიც იგზავნება აშშ-ში. ეს ტარიფი გადაფარავს ამ ქვეყანასთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებებს, მიუხედავად იმისა, ისინი უკვე ამოქმედებულია, ხელმოწერილია თუ არა. გარდა ამისა, 100%-იანი ტარიფი დაუყოვნებლივ დაწესდება, თუ ისინი ამ გზით წავლენ“, - დასძინა მან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს