ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნიკა გვარამია: ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს

ნიკა გვარამია: ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს. დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ ტვ პირველზე“ გად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს. დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ ტვ პირველზე“ გად…

ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს. დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველზე“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსში არათუ აქტიურად არ არის ჩართული, არამედ „საერთოდ არ დადიან.“

„რამდენჯერმე მოვისმინე, რომ აი ერთი პარტია, ერთი სია, რატომ არ ამბობთ ამას. წინა არჩევნებზეც ასე ვამბობდი და ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც წინა ჯერზე ამიხდა, როცა ერთიანი სია არ უნდა ყოფილიყო, თორემ იქნებოდა ერთიანი სია და არჩევნებამდე ვერ მივიდოდით იმ მდგომარეობის გამო, რაც დღეს არის ალიანსში და ზუსტად იგივე აქტორის მიერ იქნებოდა გამოწვეული ეს მდგომარეობა, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელიც თითქოს ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ერთიან სიაზე. დღეს ხომ ჩანს, რომ ერთიანობას პრობლემა აქვს ნაციონალური მოძრაობის გამო. კარგია და დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ალიანსში ვინც არის აქტიურად ჩართული, ეს პარტიები ვმუშაობთ.“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამია კითხვაზე, „ალიანსში“ არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ჩართული, აცხადებს: „საერთოდ არ დადიან. არიან წევრები, მაგრამ ისინი არ დადიან. არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ნუ, ცხადი ხდება, რომ ასე ვერ იქნება.“

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს