ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში- ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში- ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა…

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები.

დაზიანდა ხიდების ნაწილი და ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად, სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და წყალი გადმოვიდა, დატბორილია ოჯახები. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ჭარბი წყლის მოვარდნის შედეგად გადმოვიდა მდინარეები, დააზიანა ხიდბოგირები, ასევე ხიდები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დილიდან მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელი ადგილზეა და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩართულია მუნიციპალური ტექნიკა. ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ და დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს