ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ირანის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა და ფაშინიანს შეხვდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა და ფაშინიანს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა , რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა , რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინია…

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინიანი მიესალმა ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთში, ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და რწმენა გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას მთელ რეგიონში.

პურმოჰამადიმ ფაშინიანს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის „თბილი მოკითხვა“ გადასცა და მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ირანს რთულ პერიოდში გაუწია.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-ირანის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართული პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, მეორე ხიდისა და ახალი ტერმინალის მშენებლობა, საბაჟო სექტორში თანამშრომლობის შემდგომ განვითარება და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.

ორივე მხარემ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განიხილეს გზების მშენებლობის ერთობლივი პროექტები, სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები.

მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის პროცესსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროცესმა შეიძლება შექმნას. შეხვედრის დასასრულს კი ფაშინიანმა „თბილი მოკითხვა გადასცა“ ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს