ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვე…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვე…
ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც მან გასულ კვირას მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა.
როგორც Reuters წერს, რომ შეხვედრას წინ უძღოდა მზარდი დაძაბულობა ბელარუსსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს, აიძულოს ლუკაშენკო, გაზარდოს მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და ბელარუსმა „უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ წინსვლას მაღალ დონეზე და უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ჩინეთი მზად არის, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გაუწიოს დახმარება ბელარუსს განვითარებასა და მშენებლობაში, აღნიშნა სი ძინპინმა. ბელარუსის პრეზიდენტის Telegram-არხზე კი აღინიშნა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“.