ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა . მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა . მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დრო…

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 14-ვე მსხვერპლი საუდის არაბეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. კომპანია Aramco-ს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რას-ტანურაში მდებარეობს Aramco-ს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში. საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გამოწვეული თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, კომპანიამ აღნიშნულ ობიექტზე ნედლი ნავთობის ჩატვირთვა პარასკევს განაახლა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს