ტრამპი: ირანმა შეხვედრა ითხოვა - ის ხვალ დოჰაში გაიმართება

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება. „ირანმა შეხვედრა ითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება!“ - დაწერა მან ორშაბათს დილით, სოციალურ ქსელ Truth Social -ზე. ირანის მთავარმა…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება. „ირანმა შეხვედრა ითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება!“ - დაწერა მან ორშაბათს დილით, სოციალურ ქსელ Truth Social -ზე. ირანის მთავარმა…
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება.
„ირანმა შეხვედრა ითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება!“ - დაწერა მან ორშაბათს დილით, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ქაზემ ღარიბაბადიმ მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირისთვის არანაირი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა არ იყო დაგეგმილი.
ამავდროულად, აშშ-ის მაღალჩინოსანმა გუშინ CNN-ს განუცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებული ტექნიკური მოლაპარაკებები, ცეცხლის ბოლო გაცვლის მიუხედავად, გეგმის მიხედვით „გრძელდება“.